Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ რუსეთი გავა მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმებიდან


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 12 ივნისს გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთი 17 ივლისს დატოვებს უკრაინის სამი პორტიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის და სასუქების ექსპორტის შეთანხმებას.

მოსკოვი იმუქრება, რომ შეთანხმებიდან გავა, თუკი არ მოიხსნება წინაღობები მისი მარცვლეულის და სასუქების ექსპორტზე. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შარშან გაფორმებულ ამ შეთანხმებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელით იცნობენ.

"შეშფოთებული ვარ, და ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს შავი ზღვის ინიციატივის შენარჩუნება", - უთხრა გუტერეშმა ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG