Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი გამოდის ქაბულის საქორწინო დარბაზებში მუსიკის მკაცრად აკრძალვის მოთხოვნით


ავღანელი ნეფეები ქორწილის ჯგუფურ ცერემონიაზე, ყანდაარი. 2023 წლის 28 თებერვალი
ავღანელი ნეფეები ქორწილის ჯგუფურ ცერემონიაზე, ყანდაარი. 2023 წლის 28 თებერვალი

თალიბანის რელიგიური პოლიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა მოთხოვნით, ქაბულის საქორწინო დარბაზების მფლობელებმა ქორწილებზე და სხვა თავყრილობებზე თავი შეიკავონ მუსიკის დაკვრისგან და ქმედებებისგან, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ისლამისტურ მმართველობასთან.

დარბაზების მფლობელებს უთხრეს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვები სრულად უნდა დანერგონ, იუწყება ავღანეთის თალიბანის ხელისუფლება 11 ივნისს.

მუსიკის დაკვრისგან თავის შეკავება ბიზნესების მფლობელებს თალიბანმა შარშან ურჩია, თუმცა ამ წესს ყველგან არ იცავდნენ.

თალიბანი მუსიკას განიხილავს ისლამისტურ სწავლებებთან შეუთავსებლად. მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბევრმა მუსიკოსმა ავღანეთი დატოვა და თავშესაფრის მოპოვებისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიაშურა.

XS
SM
MD
LG