Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 700 000 ადამიანი დარჩა სათანადო სასმელი წყლის გარეშე - გაეროს მაღალჩინოსანი


დატბორილი სოფელი უკრაინის მიკოლაევის რეგიონში
დატბორილი სოფელი უკრაინის მიკოლაევის რეგიონში

უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა „გაცილებით უარესია“, ვიდრე კახოვკის კაშხლის ნგრევამდე, აცხადებს გაეროს მაღალჩინოსანი.

გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ 700 000 ადამიანს შეეზღუდა წვდომა სათანადო სასმელ წყალზე როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე. მისივე თქმით, წყალდიდობა უკრაინაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეულის მწარმოებელია, გამოიწვევს ექსპორტის შემცირებას და გაზრდის საკვების ფასებს მთელ მსოფლიოში.

გრიფიტსმა თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც ძირითადად უკრაინის დამხმარე ჯგუფების მეშვეობით მუშაობს, მიაღწია 30 000 ადამიანამდე უკრაინის კონტროლის ქვეშ დატბორილ რაიონებში. მისი თქმით, ამ დრომდე რუსეთი არ აძლევს წვდომას გაეროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად.

გარდა ამისა, გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ადიდებული წყალი აუცილებლად წაიღებს ნაღმებს იქ, სადაც ხალხი მათ არ ელოდება.

„ასე რომ, ეს არის პრობლემების კასკადი, დაწყებული იმით, რომ ადამიანებს დღეს გადარჩენის საშუალება მიეცეთ და შემდეგ ხვალინდელი დღისთვის გარკვეული პერსპექტივები“, - თქვა მან.

კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG