Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი კონტრიერიშზე: უკრაინის სამხედრო მეთაურების განწყობილება დადებითია


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ (მარჯვნივ) კანადის პრემიერ-მინისტრ ჯანსტინ ტრუდოს უმასპინძლა. კიევი, 10 ივნისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ (მარჯვნივ) კანადის პრემიერ-მინისტრ ჯანსტინ ტრუდოს უმასპინძლა. კიევი, 10 ივნისი, 2023.

კიევში ჩასულ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე, რომ კონტრშეტევისას „უკრაინის არმიამ ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწია მიზნებს“.

„მე ყოველდღე კავშირში ვარ ჩვენს სხვადასხვა მიმართულების სამხედრო მეთაურებთან - სირსკისთან, ტარნავსკისთან, მოსკალევთან, ნაევთან, ზალუჟნისთან. ამჟამად ყველა დადებითად არის განწყობილი. სწორედ ასე გადაეცით პუტინს,“ თქვა ზელენსკიმ საპასუხოდ.

„უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. რა ეტაპზეა ის, დეტალურად არ ვისაუბრებ და ვფიქრობ, რომ ამას ვიგრძნობთ,“ განაცხადა ზელენსკიმ. „მე არ ვენდობოდი ტელეგრამის არხებს და პუტინს. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს“.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. მან ასევე თქვა, რომ კანადა აპირებს კონფისკაცია უყოს რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც შარშან გაზაფხულზე დაეშვა ტორონტოში. ის უკრაინას გადაეცემა.

XS
SM
MD
LG