Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა გამოუცხადებელი ვიზიტით


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა ხსოვნის კედელთან. კიევი, 10 ივნისი, 2023.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა ხსოვნის კედელთან. კიევი, 10 ივნისი, 2023.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ტრუდოსთან ერთად კიევში ჩავიდა კანადის ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი.

ტრუდომ ვიზიტი დაიწყო მიხეილის მოედნისა და იქ მდებარე უკრაინის დამცველთა ხსოვნის მემორიალის მონახულებით. კანადის პრემიერ-მინისტრმა ის გვირგვინით შეამკო.

ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ისინი, სავარაუდოდ, განიხილავენ ოტავის მხარდაჭერას კიევისთვის, მათ შორის, იმსჯელებენ უკრაინის აღდგენაზე.

ეს არის ტრუდოს მეორე ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. კანადის პრემიერ-მინისტრი კიევს ბოლოს ეწვია გასული წლის მაისში. მიმდინარე წლის მაისში, ტრუდო და ზელენსკი შეხვდნენ ჰიროშიმაში, G7-ის სამიტის პერიოდში.

კანადაში ცხოვრობს ერთ-ერთი უდიდესი უკრაინული დიასპორა. ომის დაწყებიდან მოკიდებული, ოტავა კიევს იარაღით ამარაგებს, უწევს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

XS
SM
MD
LG