Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაშხალი რუსეთმა გაანადგურა, ნორვეგიის ინსტიტუტი ამბობს, რომ მიაგნო შესაძლო აფეთქების კვალს


კახოვკის კაშხლის განადგურებას უკრაინაში წყალდიდობა მოჰყვა
კახოვკის კაშხლის განადგურებას უკრაინაში წყალდიდობა მოჰყვა

უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) აცხადებს, რომ მოიპოვა რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას კახოვკის კაშხლის განადგურებაში - ხოლო ნორვეგიის სეისმოლოგიის ინსტიტუტი (NORSAR) აცხადებს, რომ მიაგნო კაშხლის დაზიანების მომენტში მომხდარი შესაძლო აფეთქების კვალს.

SBU-მა აუდიოჩანაწერი 9 ივნისს ტელეგრამით გაავრცელა. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები ლაპარაკში აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო "საბოტაჟის ჯგუფის" მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

SBU არ აკონკრეტებს საუბარში მონაწილეთა ვინაობას და ცნობებს არ ავრცელებს იმის თაობაზე, თუ რა ითქვა ან როდის, თუმცა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის დანაშაულების და კაშხლის "ეკოციდის" შემთხვევებზე.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ის იდგა აფეთქების უკან და აცხადებს, რომ კაშხლის განადგურებაში უკრაინაა დამნაშავე. აუდიოჩანაწერის შესახებ მოსკოვს განცხადება არ გაუვრცელებია.

თუმცა NORSAR-ი ამბობს, რომ გააანალიზა რეგიონული სადგურების სეისმური სიგნალები, კაშხლის კოლაფსთან კავშირით, და დაადგინა, რომ სეისმური აქტივობის "მკაფიო ნიშნები", ემთხვევა კაშხლის დანგრევის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს.

XS
SM
MD
LG