Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ინფორმაციაზე, რომ ირანი რუსეთში დრონების ქარხანას აშენებს


ჯონ კირბი, უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანი
ჯონ კირბი, უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს რუსეთში ააშენოს დრონების ქარხანა, რომელიც, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს ამუშავდეს - იმ ფონზე, როცა მოსკოვი და თეირანი აღრმავებენ სამხედრო თანამშრომლობას, რაც მზარდ საფრთხეს უქმნის უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.

როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ 9 ივნისს განაცხადა, მაშინ, როცა ირანი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, ორი ქვეყანა მოსკოვიდან 1000-მდე კილომეტრის მოშორებით დრონების ქარხნის აშენებით ასევე დგამს ნაბიჯებს დრონების წარმოების ომის ზონასთან ახლოს გადასატანად.

XS
SM
MD
LG