Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს


ისლანდია
ისლანდია

ისლანდია ხურავს თავის საელჩოს რუსეთში. საელჩო 1 აგვისტოს შეწყვეტს მუშაობას. გარდა ამისა, ისლანდიამ რუსეთს მოსთხოვა, შეზღუდოს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა რეიკიავიკში - დაწიოს მისი დონე და შეამციროს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა.

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი არ არის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზე. "მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია", - აცხადებს ისლანდია.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის გილფადოტირმა აღნიშნა, რომ 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა. "მაგრამ ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - თქვა გილფადოტირმა.

XS
SM
MD
LG