Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტრო


ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს 2005 წელს დაბადებული ჯარისკაცი იუსიფ ნასიბოვი.

გამოძიების ვერსიით, „სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი".

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა რიგითი სამხედრო მოსამსახურის, იუსიფ ნასიბოვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება.

XS
SM
MD
LG