საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. სამთავრობო ბორტი ბერლინში, ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში დაჯდა. ინფორმაციას და ფოტომასალას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.
"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ თითოეული შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოხატავს ძალიან მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - ამბობს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრა ხვალ, 9 ივნისს, არის დაგეგმილი.