Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ კიევში უმასპინძლა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი. საარქივო ფოტო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი. საარქივო ფოტო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლევერლისთან, ნატოს მოახლოებული სამიტის, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის და უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე ლონდონში დანიშნულ კონფერენციაზე სასაუბროდ.

ზელენსკიმ კლევერლის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანეთი ავლენს უკრაინის მიმართ, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

"ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანეთი ავლენდა და ავლენს უკრაინის მიმართ", - თქვა ზელენსკიმ 5 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG