Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისთ ფოინთი: სავაჭრო ცენტრის დანაღმვაზე შეტყობინება შემოვიდა, მიმდინარეობს ევაკუაცია


სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"

სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" აცხადებს, რომ ტერიტორიის დანაღმვის შესახებ შეტყობინება მათთანაც შევიდა, ახლა კი ევაკუაცია მიმდინარეობს.

"უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად, მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს", - წერია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე შენობის დანაღმვის შესახებ შეტყობინება მიიღო "თბილისი ცენტრალმაც". სავაჭრო ცენტრის დირექტორი ლევან ყარალაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.

"ყველა ობიექტი ინფორმირებულია, მოხდა შენობის ევაკუაცია. დღესდღეობით, შენობა დაკეტილია", - ამბობს ის.

დღის განმავლობაში ევაკუაცია რამდენიმე სასამართლოშიც გამოცხადდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. უზენაეს სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თანამშრომლები შენობიდან უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს.

დილით ევაკუაცია გამოაცხადეს ასევე თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში - "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" - რომელშიც უცხოელი მოსწავლეებიც სწავლობენ. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.

XS
SM
MD
LG