Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რუბლიოვის "სამება" ტაძარში გადაიტანეს, მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად


მორწმუნეები რუბლიოვის მიერ შესრულებული სამების ხატის წინ
მორწმუნეები რუბლიოვის მიერ შესრულებული სამების ხატის წინ

რუსეთის ყველაზე ცნობილი ხატი - ანდრეი რუბლიოვის მიერ დახატული "სამება" - მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად, ტრეტიაკოვის გალერეიდან მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაიტანეს.

ხატი ტაძარში იქნება მსახურებისას, რომელიც 4 ივნისს დაიწყება, აცხადებს კულტურის სამინისტრო.

მუზეუმის თანამშრომლები და მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ ხატის გადატანას. ისინი აცხადებდნენ, რომ ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტი დაზიანდებოდა მიკროკლიმატის შეცვლით და ვიბრაციით გადატანის პროცესში.

რუსი მხატვრის მიერ ადრეულ მეთხუთმეტე საუკუნეში დახატული ხატი ტრეტიაკოვის გალერეაში 1920-იანი წლებიდან ინახებოდა.

XS
SM
MD
LG