Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა პასუხისმგებლობა იკისრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ თავდასხმაზე


პაკისტანის არმიის განცხადებით, ექსტრემისტებმა ჩრდილო-დასავლეთში ცეცხლი გაუხსნეს გამშვებ პუნქტს
პაკისტანის არმიის განცხადებით, ექსტრემისტებმა ჩრდილო-დასავლეთში ცეცხლი გაუხსნეს გამშვებ პუნქტს

პაკისტანის თალიბანმა (TTP) პასუხისმგებლობა იკისრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ორი სამხედრო და ორი ექსტრემისტი ემსხვერპლნენ.

გავრცელებულ განცხადებაში არმია ამბობს, რომ ექსტრემისტებმა 3 ივნისის საღამოს ცეცხლი გაუხსნეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხაიბერ პახტუნხვის პროვინციაში, რასაც პაკისტანის სამხედროებთან სროლა მოჰყვა.

ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნის ოპერაცია.

XS
SM
MD
LG