Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც თურქეთს უკვე ხანგრძლივად მართავს, 3 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. მანამდე ის სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

69 წლის ერდოანმა გასულ კვირაში გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში, ხუთი წლის ვადით. საპრეზიდენტო ფიცი მან დადო პარლამენტის სხდომაზე, ინაუგურაციის ცერემონიის წინ, რომელსაც ათობით უცხოელი სტუმარი დაესწრება.

თურქეთის ლიდერი ახალი კაბინეტის შემადგენლობას 3 ივნისს, მოგვიანებით გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG