Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელვაჩაურში პირი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს


პროკურატურის ცნობით, დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფით ძმის მოკვლა.

შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG