Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კანონმდებლებმა დაამტკიცეს ირანისთვის სანქციების დაწესება 50 წლის ვადით


უკრაინის პარლამენტის შენობა, კიევი
უკრაინის პარლამენტის შენობა, კიევი

უკრაინის კანონმდებლებმა 29 მაისს დაამტკიცეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ირანისთვის 50 წლის ვადით სანქციების დაწესებას.

სანქციები, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მოიცავს სრულ აკრძალვას ირანთან ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე და ტექნოლოგიების გადაცემაზე. შეზღუდვები კრძალავს ირანის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიაზე, ისევე როგორც უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებას. იგი ასევე აღკვეთს ირანული ქონების გატანას უკრაინიდან.

პარლამენტამდე კანონპროექტი დაამტკიცეს სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოებმა.

კიევი თეირანს ადანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით მოსკოვისთვის სამხედრო დრონების მიწოდებაში, რასაც ირანი გადაჭრით უარყოფს.

XS
SM
MD
LG