კიევის ერთ-ერთმა სასამართლომ 29 მაისს სულ მცირე 1 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი შინაპატიმრობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ პავლეს, რომელიც კიევ-პეჩორის ლავრის მონასტერში მსახურობდა.
მიტროპოლიტი პავლე, რომელსაც ბრალად ედება რელიგიური შუღლის გაღვივება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარყოფა, პირველად 1 აპრილს გაგზავნეს სულ მცირე ორთვიან შინაპატიმრობაში, უშიშროების სამსახურის მიერ მის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად გაწყვიტა ტრადიციული კავშირი რუსეთის ეკლესიის საპატრიარქოსთან მოსკოვში, მას ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირების შენარჩუნებაში.