Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: „საქართველოს გვერდით ვართ ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე“


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე, რაც გულისხმობს ნაბიჯებს ევროკავშირსა და ნატოში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წერილში.

ამერიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სამ ათეულ წელზე მეტია გრძელდება და ეს ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ერთად მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც ასევე გულისხმობს ნაბიჯებს ევროკავშირისა და ნატოსკენ. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს გვერდით დგომას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. უახლოეს წლებში მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG