Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვაგნერის" მეთაური ამბობს, რომ კრემლის მიერ სახელმწიფო მედიისგან მისი ჩამოშორება უარყოფით რეაქციას გამოიწვევს


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა 28 მაისს განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ კრემლის მაღალი თანამდებობის პირებმა აკრძალეს მის შესახებ ამბების გაშუქება სახელმწიფო მედიაში. პრიგოჟინმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსგავსი, შეცდომაში შემყვანი მიდგომა, რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ხალხის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში არის ყველაზე თვალსაჩინო პირი, რომელმაც ფართო ცნობადობა მოიპოვა უკრაინაში 15-თვიანი ომის მანძილზე.

Reuters-ი წერს, რომ პრიგოჟინმა უკრაინის ქალაქი ბახმუტი აიღო ამ თვის დასაწყისში, მაგრამ სახელმწიფო ტელევიზიამ მისი როლი დააკნინა.

XS
SM
MD
LG