Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აღკვეთა დრონებით თავდასხმა კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აცხადებენ ოფიციალური პირები


ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ადგილობრივი მოხელეების თანახმად, დრონებით თავდასხმა მოხდა მაისის დასაწყისშიც. 4 მაისი, 2023 წელი
ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ადგილობრივი მოხელეების თანახმად, დრონებით თავდასხმა მოხდა მაისის დასაწყისშიც. 4 მაისი, 2023 წელი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი მოწყობილობა, როცა ისინი ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიუახლოვდნენ კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის მახლობლად, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა 28 მაისს. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი.

"რამდენიმე უპილოტო საფრენმა მოწყობილობამ სცადა მიახლოება ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიასთან, კრასნოდარის მხარეში", - განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა Telegram-ით. "ყველა მათგანი ნეიტრალიზებულია, ქარხნის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა". ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, ვინ განახორციელა თავდასხმა.

Reuters-მა ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG