Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული სფეროს მუშაკების გაძევებას


 გერმანიის საელჩო მოსკოვში
გერმანიის საელჩო მოსკოვში

რუსეთი მომავალ თვეში დაიწყებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლების და გერმანული კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლების გაძევებას, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს.

ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს, რომელიც საკმაოდ გართულდა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ეს ნაბიჯი და მოახლოებულ გაძევებას "ცალმხრივი, გაუმართლებელი და გაუგებარი გადაწყვეტილება" უწოდა.

XS
SM
MD
LG