Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ირანელი მესაზღვრე და ერთი თალიბი მოკლეს ირანის და ავღანეთის საზღვარზე სროლისას


მდინარე ჰელმანდი ავღანეთის ჰელმანდის პროვიციაში. 2011 წელი
მდინარე ჰელმანდი ავღანეთის ჰელმანდის პროვიციაში. 2011 წელი

ირანის და ავღანეთის საზღვარზე სროლისას 27 მაისს ორი ირანელი მესაზღვრე დაიღუპა. თალიბანის მხარეს ერთი მეომარი ემსხვერპლა შეტაკებას. ორივე მხარეს ერთმანეთს ადანაშაულებს სროლის დაწყებაში. ირანელმა მეომრებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ირანის და ავღანეთის საზღვარზე - ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე წყლის უფლებებთან დაკავშირებით, იტყობინება ირანული და ავღანური მედია 27 მაისს.

ოფიციალურ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს ბრიგადის გენერლის, ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილის, ქასემ რეზაის სიტყვები იმის შესახებ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის სასაზღვრო პუნქტზე "ძლიერი თავდასხმა" მოხდა თალიბანის მხრიდან, რასაც "გადამწყვეტი და მამაცი წინააღმდეგობა" გაუწიეს ირანელმა მესაზღვრეებმა.

"თალიბანის ძალებმა წამოიწყეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლისა და კეთილმეზობლობის პრინციპების დარღვევით", განაცხადა რეზაიმ. თალიბანის ოფიციალური პირების მხრიდან მომხდარზე დაუყოვნებელი რეაქცია არ მოჰყოლია.

1973 წლის შეთანხმების მიხედვით, ავღანეთს ვალდებულება აქვს ნაკისრი, წლიურად ირანს მიაწოდოს 850 მილიონი წყალი ავღანეთის ყველაზე გრძელი მდინარე ჰელმანდიდან, რომელიც ჰამუნის ტბას ამარაგებს წყლით. ირანმა ავღანეთს ბრალი დასდო, რომ არ ასრულებს შეთანხმების პირობებს, რასაც ქაბული უარყოფს.

დავა საზღვრისპირა რესურსების განაწილების გამო ათწლეულების განმავლობაში ართულებს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას.

XS
SM
MD
LG