რუსეთის ფსკოვის რეგიონში ნავთობსადენის მინიმუმ, ერთი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა 27 მაისს, აფეთქების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ორი დრონის თავდასხმით, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა ტელეგრამის არხით, მაგრამ არაფერი უთქვამს დრონების წარმომავლობაზე.
აფეთქება მოხდა სოფელ ლიტვინოვოს მახლობლად, ლატვიისა და ბელარუსის საზღვრებთან ახლოს. ვედერნიკოვმა თქვა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Baza-ს ტელეგრამის არხის ცნობით, „ტრანსნეფტის“ ნავთობის სატუმბ სადგურს ორი „თვითმკვლელი დრონი“ დაეცა.
Baza ასევე იტყობინება, რომ დრონებით თავდასხმა მოხდა ბელგოროდის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის პრესის თანახმად, ტვერის რეგიონში, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ორი დრონით მოხდა თავდასხმა სადგურზე, რომელიც ემსახურება „დრუჟბის“ მილსადენს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსადენს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.
Reuters-ს მოჰყავს ტვერის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადება, რომ დრონი ჩამოვარდა სოფელ ეროხინოსთან, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში.
Reuters-ი იმოწმებს ტელეგრამის არხ Baza-ს, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურების წყაროებს ეყრდნობა ხოლმე და იტყობინება, რომ თვითმფრინავები თავს დაესხნენ სადგურს, რომელიც ემსახურება „დრუჟბის“ მილსადენს.