Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების გაცემა


რუსეთში 1 ივნისიდან განახლდება ბიომეტრიკული პასპორტების მიღებისთვის განცხადების შეტანა.

ეს პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პორტალმა „გოსუსლუგი“ განცხადებების მიღება ბიოპასპორტების მსურველთაგან შეწყვიტა 2 თებერვალს. სახელმწიფო სიმბოლოების და ნიშნების ორგანიზაციის, „გოზნაკის“ თანახმად, განცხადებების მიღება შეწყდა, რადგან ძალიან გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთის პასპორტებზე და შესაბამისად - მათთვის საჭირო მიკროსქემებზე.

2022 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა დაახლოებით ხუთ-ნახევარი მილიონი საზღვარგარეთის პასპორტი, რაც მილიონ-ნახევრით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. 2022 წლის ზაფხულში რამდენიმე ქვეყნის რუსეთის საელჩოებში ახალი პასპორტების გაცემა შეჩერდა. მაშინ ხელისუფლებამ ეს "ტექნიკური მიზეზებითაც" ახსნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაცემა შეწყდა „ელექტრონული მედიის რეფორმირების აუცილებლობის გამო“. „იზვესტია“, IT სექტორის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ შეჩერება შეიძლებოდა გამოეწვია ამ დოკუმენტების გასაცემად საჭირო ჩიპების ნაკლებობას.

შარშან და წელს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ბევრმა მოქალაქემ დატოვა, სხვათა შორის, ათეულათასობით მათგანი ჩავიდა რუსეთიდან საქართველოში.

XS
SM
MD
LG