Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებში კრემლის პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევაც მოხვდა


კრემლის პროპაგანდისტი ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა
კრემლის პროპაგანდისტი ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა

იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 17 ფიზიკურ და 78 იურიდიულ პირს, მათ შორის ცნობილ „სკოლკოვოს“ ფონდს, „სკოლტექსს“, ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტ „ელექტროპრიბორსა“ და რამდენიმე ქარხანასა და საწარმოს.

სანქცირებულ ინდივიდუალურ პირთა სიაში შედიან საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური მიხაილ ტეპლინსკი, სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური სერგეი კარაკაევი, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო დირექტორატის ხელმძღვანელი ნიკოლაი პარშინი და რუსეთის ჯარების დასავლეთ დაჯგუფების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზუსკო. ამავე სიაში აღმოჩნდა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, ტელეკომპანია „როსია 1-ის" წამყვანი ოლგა სკაბეევა.

იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, გაიყინება ამ ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების აქტივები. საექსპორტო სანქციები 80 კომპანიასაც დაუწესდა.

მარტის ბოლოს იაპონიამ რუსეთიდან თვითმფრინავების, ფოლადის და ალუმინის ექსპორტი აკრძალა.

გარდა ამისა, იაპონიის ხელისუფლებამ აკრძალა არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება და საქონლის ექსპორტი, რაც ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერებას.

XS
SM
MD
LG