Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს პროკურორებს სურთ, მოსკოვის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარონ


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა

მოსკოვის ოლქის პროკურატურამ 25 მაისს განაცხადა, რომ სარჩელი შეიტანა, რათა 1941-1942 წლებში ნაცისტური ჯარების მიერ ამ რეგიონში ჩადენილი დანაშაულები ომის დანაშაულებად და გენოციდად იქნას აღიარებული.

ეს ნაბიჯი პროკურატურამ გადადგა საერთაშორისო მოწოდებების ფონზე, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინელების გენოციდად აღიარონ.

ოქტომბერში რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინგრადი) სასამართლომ გენოციდად ცნო ქალაქის 1941-1944 წლების ბლოკადა. იანვარში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "უაღრესად მნიშვნელოვანია", მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში ჩადენილი ნაცისტური დანაშაულები გენოციდად იქნას აღიარებული.

XS
SM
MD
LG