Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ოფისი: რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა შედგა - შინ დაბრუნდა ასზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე


უკრაინელი სამხედრო ტყვეები ტყვეთა გაცვლის შემდეგ. მაისი. 2023 წელი
უკრაინელი სამხედრო ტყვეები ტყვეთა გაცვლის შემდეგ. მაისი. 2023 წელი

რუსეთში პატიმრობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 106 სამხედრო ტყვე, იტყობინება 25 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი.

ერმაკის თანახმად, ტყვეების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული პირები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ბახმუტში იბრძოდნენ.

შინ დავაბრუნეთ 106 ჩვენი მებრძოლი. მათგან 98 ჯარისკაცი და სერჟანტია, რვა ოფიცერი... "თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის გმირია“ - დაწერა Telegram-ში ერმაკმა.

განთავისუფლებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა, ყველაზე უფროსი - 59 წლის.

რუსეთის მხარეს ტყვეთა გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაბრუნდა რუსეთში.

უკრაინის ხელისუფლებამ 7 მაისს განაცხადა, რომ იმ დღემდე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული იყო 2300 უკრაინელი მებრძოლი.

XS
SM
MD
LG