Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლევადა ცენტრი": ხანდაზმულები მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან და უფრო ემხრობიან სახელმწიფო პოლიტიკას


რაც უფრო ხანდაზმულია რუსეთის მოქალაქე, მით უფრო ხშირად ატარებს ის დროს ტელევიზორის წინ და ნაკლებად - ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს პირდაპირ შეესაბამება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას, სანქციების და უცხოური აგენტების მიმართ დამოკიდებულებას, დაასკვნის სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი „ლევადა ცენტრი“ გამოკითხვებზე დაყრდნობით.

თავისუფალი დროის შესახებ აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მას ტელევიზორის ყურებაში ატარებს ხანდაზმულთა 56%, მოზრდილთა 41%, ახალგაზრდა მოზრდილების 30% და ახალგაზრდების 20%.

ამავე დროს მოხუცები ოჯახთან, მეგობრებთან, სტუმრებთან, სოციალურ ქსელებში ან თანამეინახეებთან სტატისტიკურად ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე უფრო ახალგაზრდა რუსები თითოეულ კონკრეტულ საურთიერთო სიტუაციაში. ხანდაზმულთა 35% რეგულარულად ურთიერთობს ოჯახის წევრებთან, 20% მეგობრებთან და მხოლოდ 11% იყენებს სოციალურ ქსელებს.

ეს დაკავშირებულია უკრაინასთან ომის მხარდაჭერის შესახებ გამოკითხვის შედეგებთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან. რაც უფრო ასაკოვანია რუსეთში მცხოვრები, მით უფრო ხშირად გამოხატავს ის სახელმწიფო ტელევიზიის პოზიციას. უკრაინაში შეჭრას „უეჭველად დაუჭირა მხარი“ ხანდაზმულთა 52%-მა და ახალგაზრდების 26%-მა. ხანდაზმულთა 64%-მა და ახალგაზრდების 47%-მა თქვა, რომ სანქციები "აძლიერებს რუსეთს". ჟურნალისტებისა და კულტურის მოღვაწეების უცხოურ აგენტებად გამოცხადება გამართლებულად მიიჩნიეს ხანდაზმულთა 63%-მა და ახალგაზრდების 45%-მა.

XS
SM
MD
LG