Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში ომის დროს დაღუპულთა მესამედი ხანდაზმული ადამიანებია


მოსახლეობის ევაკუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში. 12 აპრილი, 2023.
მოსახლეობის ევაკუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში. 12 აპრილი, 2023.

უკრაინაში ომის დროს დაღუპულთა დაახლოებით მესამედი ხანდაზმული ხალხია. 4187 მსხვერპლიდან, რომელთა დაფიქსირებაც მოხერხდა, 1346 იყო 60 წელზე უფროსი ასაკისა, ნათქვამია ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამკვირვებლების მიერ შედგენილ ანგარიშში.

როგორც BBC იტყობინება ანგარიშზე დაყრდნობით, უფლებადამცველებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებების გამო, რაც უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 2022 წლის ოქტომბრიდან რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმებით იყო გამოწვეული. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ხანდაზმული ადამიანები საკუთარ ბინებში ჩარჩნენ, ვინაიდან ულიფტობის პირობებში ქუჩაში ჩასვლას ვერ ახერხებდნენ.

საჭირო გახდა ზოგიერთის ნაჩქარევად ევაკუაცია, ბევრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება.

გაეროს ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 18500 მსხვერპლია, მათ შორის 6660-ზე მეტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG