Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში 50 წლამდე ქალის გვამი იპოვეს - გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქეა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორთან, „ივრის ჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის გვამი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პირველადი ინფორმაციით, 50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო და ამჟამად დაკავებულთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. კაცს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის მოტივზე ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ.

XS
SM
MD
LG