Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, 9 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთა შორის 4 ქალია.

ადმინისტრაცია არ აზუსტებს შეწყალებულთა ვინაობას.

31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, ორბელიანების სასახლესთან 27 მაისს, 18:00 საათზე, აქციაა დაგეგმილი.

„გავაგონოთ პრეზიდენტს და ევროპარლამენტს, რა არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა – ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის შეწყვეტა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG