Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე იმყოფებოდა


ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებთან ერთად დონეცკის ოლქში. 2023 წლის 18 აპრილი
ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებთან ერთად დონეცკის ოლქში. 2023 წლის 18 აპრილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე იმყოფებოდა. ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კონკრეტული მონაკვეთი დასახელებული არ არის.

პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მან უკრაინის დამცველ მეომრებს მიულოცა საზღვაო ქვეითთა დღე. ინფორმაციას თან ახლავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამხედროთა დაჯილდოების ამსახველი ფოტოები.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი პერიოდულად ავრცელებს ცნობებს ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG