Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: "ვაგნერი" მალის გავლით ცდილობს სამხედრო აღჭურვილობის გადაზიდვას


"ვაგნერის" მებრძოლები უკრაინაში
"ვაგნერის" მებრძოლები უკრაინაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის გასამხედროებული ჯგუფი "ვაგნერი" ცდილობს დამალოს თავისი ძალისხმევა, რომ უკრაინაში საბრძოლველად იარაღი უცხო ქვეყნებისგან შეისყიდოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ "ვაგნერი" ცდილობს უცხოური შეიარაღება რუსეთში შეიტანოს მალის გავლით, სადაც უკვე იმყოფებიან "ვაგნერის" მებრძოლები.

მილერის თანახმად, აშშ-ის ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაგნერმა" საბოლოოდ გააფორმა უცხოეთის იარაღის შესყიდვის რაიმე ხელშეკრულება, თუმცა დასძინა: "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას".

XS
SM
MD
LG