Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროში  „საიდუმლო" გრიფით გასცეს 5 მილიონ ლარზე მეტი დანამატი - აუდიტის სამსახურის ანგარიში


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის თანახმად, სამინისტროში „საიდუმლო" გრიფის მქონე აქტით გაიცა 5 მილიონ ლარზე მეტი დანამატი.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე, „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დარიცხულია 5,160,000-ლარამდე დანამატი, მათ შორის, 286,672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპების მოსამსახურეებზე. ამასთანავე, აღნიშნული დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს თანხა „გადაეცათ სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით".

რაც შეეხება უშუალოდ გაცემის ფორმას, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დანამატები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გაიცა, იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან.

„ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG