რუსეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველი ჯგუფის, "მემორიალის" მემკვიდრე ორგანიზაციის, "ისტორიული მეხსიერების ცენტრის" ხელმძღვანელს, ალექსანდრ ჩერნიშოვს, რომელიც "კულტურული არტეფაქტების უკანონო გატანის" ბრალდებით ქალაქ პერმშია დაკავებული.
პერმის ლენინის ოლქის სასამართლომ 22 მაისს გამოიტანა განაჩენი, რომ ჩერნიშოვი სულ მცირე 11 ივლისამდე უნდა დარჩეს პატიმრობაში. მას ბრალად სდებენ "მემორიალის" არქივების გერმანიაში გატანის მცდელობას.
2022 წლის თებერვალში "მემორიალის" გაუქმების შემდეგ, მთავრობამ ორგანიზაციის არქივების მოსკოვში გადატანის ბრძანება გასცა.