Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშხაბადის თხოვნით, თურქეთში დააპატიმრეს თურქმენი ოპოზიციონერი ვლოგერი


ფარჰატ მეიმანკულიევი
ფარჰატ მეიმანკულიევი

სტამბოლში პოლიციამ თურქმენეთის საკონსულოს თხოვნის საფუძველზე დააპატიმრა უცხოეთში მცხოვრები თურქმენი ოპოზიციონერი ვლოგერი ფარჰატ მეიმანკულიევი (იგივე დურდიევი), ეს ცნობა მეიმანკულიევის კოლეგებმა მიაწოდეს რადიო თავისუფლებას.

აქტივისტთა თანახმად, 30 წლის ვლოგერი 19 მაისს დააკავეს და გადაიყვანეს ტუზლაში მდებარე სადეპორტაციო ცენტრში.

კოლეგების თქმით, აშხაბადში დეპორტაციის შემთხვევაში, მეიმანკულიევი შესაძლოა, დაექვემდებაროს უკანონო დაპატიმრებას და წამებას.

თურქმენეთი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოდ.

XS
SM
MD
LG