Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 39 წლის კაცი. შემთხვევა დღეს, 21 მაისს, მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, 31 წლის თანასოფლელი კაცი სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

უწყების ცნობითვე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG