Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰიროსიმაში მოლაპარაკებების პირველი დღე შეაჯამა


ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ვიზიტისას შეხვდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის - ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.
ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ვიზიტისას შეხვდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის - ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში ილაპარაკა იაპონიაში, ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებების შედეგებზე.

"დღეს არის იაპონიაში შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღე „შვიდეულის“ სამიტის წინა დღეს. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ პოზიციებს პარტნიორებთან, ვამზადებთ ახალ ერთობლივ ნაბიჯებს. თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვა, გამანადგურებლები. უკრაინისთვის თავს ვუყრით რაც შეიძლება მეტ ქვეყანასა და ლიდერს. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები. ფინანსები და ეკონომიკა,“ განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, დღის განმავლობაში მან შეხვედრები გამართა იტალიის, ბრიტანეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და სხვა პოლიტიკოსებთან.

ინდოეთის ლიდერთან, ნარენდრა მოდისთან ზელენსკის შეხვედრა პირველი იყო ომის დაწყების შემდეგ.

„ველაპარაკე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის. სერიოზული საუბარი იყო. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მშვიდობის ფორმულის პროგრესის შესახებ [...] მჯერა, რომ ინდოეთი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო წესრიგის აღდგენაში იმ წესების საფუძველზე, რომლებიც აშკარად სჭირდება ყველა თავისუფალ ერს. განვიხილეთ დახმარება ნაღმებისგან გაწმენდაში, ჩვენი მედიცინის გაძლიერებაში,“ დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG