Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - აქცია პარლამენტთან


აქცია პარლამენტთან „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - "რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება"
აქცია პარლამენტთან „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ - "რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება"

თბილისში პარლამენტის შენობის წინ იმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.

აქციის მონაწილები აპროსტებენ ერთი მხრივ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილეების შესაძლებლობა მისცა, მეორე მხრივ ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, რომლის შედეგადაც აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ მთავრობას“ სკანდირებენ აქციის მონაწელეები.

საპროტესტო აქციის მონაწეები
საპროტესტო აქციის მონაწეები

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რუსული თვითმფრინაები ვერ დაჯდეს საქართველოს აეროპორტებში, ჩვენ ყველა ერთად რუსული მთავრობისგან მოვითხოვთ პირდაპირი ფრენების გაუქმებას, ეს შეუძლია პარლამენტთაც და მთავრობასაც, მათ შუეძლიათ თავისი ამომრჩეველი მოატყიონ მაგრამ ვერ მოატყუონ საქართველოს მოქალაქეებს“, ამბობენ აქციის მონაწილეები.

"ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნეა რუსული ოცნების ხელისუფებიდან ჩამოშორება",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ დღეს თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.

საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს, 19 მაისს, შესრულდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG