Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხურ კონიაკ "არარატს" რუსეთის ბაზარს აღარ მიაწვდიან


სომხური კონიაკის მაღაზია ერევანში. 2018 წ.
სომხური კონიაკის მაღაზია ერევანში. 2018 წ.

ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, შეწყვეტს რუსეთისთვის ამ სპირტიანი სასმლის მიწოდებას, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

"ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“, - მოჰყავს ქერობიანის სიტყვები საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“. სომეხი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც იმოქმედებს ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე.

ბრენდი „არარატი“ 1998 წლიდან ეკუთვნის ფრანგულ ჯგუფ Pernod Ricard-ს , რომელმაც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის მიწოდება რუსეთში უკვე შეწყვიტა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ომის გაჩაღების შემდეგ. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის.

XS
SM
MD
LG