Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკისპირული წვიმების გამო ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა


Reuters-ის ცნობით, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. რამდენიმე ათას ადამიანს მოუწია სახლების დატოვება და ევაკუაცია.
Reuters-ის ცნობით, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. რამდენიმე ათას ადამიანს მოუწია სახლების დატოვება და ევაკუაცია.

კოკისპირული წვიმების გამო ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა. Reuters-ის ცნობით, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. რამდენიმე ათას ადამიანს მოუწია სახლების დატოვება და ევაკუაცია.

ყველაზე მეტად დაზარალდა ემილია-რომანიას რეგიონი, სადაც მდებარეობს, მაგალითად, ქალაქები ბოლონია და მოდენა. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ნელო მუზუმეჩის თქმით, ზოგიერთ რაიონში ნახევარი წლის ნალექი 36 საათში დაეცა. კალაპოტიდან გადავიდა 21 მდინარე. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ ძლიერი წვიმა შეიძლება უახლოეს დღეებში განმეორდეს.

კვირას, 21 მაისს, ემილია-რომანიას ქალაქ იმოლაში უნდა გამართულიყო ავტორბოლა ფორმულა 1-ის რეგიონული გრან პრისთვის. შეჯიბრი გაუქმდა მონაწილეებისა და მაყურებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წვიმები ძლიერ გვალვას მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ამან გაზარდა მისი დამანგრეველი ეფექტი, რადგან გამხმარმა ნიადაგმა წყლის შეწოვა შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG