Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის თქმით, მარცვლეულის გარიგება“კიდევ ორი ​​თვით გაგრძელდება


გემზე მარცვლეულის დატვირთვა ოდესის პორტში
გემზე მარცვლეულის დატვირთვა ოდესის პორტში

ე.წ. „მარცვლეულის გარიგება“, რომელიც უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტს ითვალისწინებს, კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu.

„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების წვლილის წყალობით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება კიდევ ორი თვით“, - მოჰყავს AFP-ს ერდოანის სიტყვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მარცვლეულის შეთანხმება ორი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

უკანასკნელი გახანგრძლივების შემდეგ შეთანხმების მოქმედებას 18 მაისს ეწურებოდა ვადა. რუსეთი ბოლო მომენტამდე არ თანხმდებოდა ახალ გახანგრძლივებას და დამატებით მოთხოვნებს აყენებდა. რა პირობებით დასთანხმდა მოსკოვი გარიგების გახანგრძლივებას, ჯერ არ არის ცნობილი.

გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა საექსპორტო შეთანხმება, თავიდან 120 დღის ვადით, იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო საკვების გლობალური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა მოსკოვის შეჭრით უკრაინაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში.

ნოემბერში მოსკოვი დასთანხმდა შეთანხმების გახანგრძლივებას.

XS
SM
MD
LG