Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეტანილია მილიონობით დოლარის ღირებულების ავიანაწილები


NYT: სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის
NYT: სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის

სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის - რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The New York Times-ი.

ამ მონაცემების თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის "აეროფლოტს", "რასიას", "პაბედას", "ურალს", UTair-ს და S7 Airlines-ს. გამოცემის თანახმად, მიწოდება ხორციელდებოდა ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით - პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.

ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები შესაძლოა, ყოფილიყვნენ აშშ-ში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი. NYT-ის თანახმად, ეს პირები გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების თანახმად, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემისა, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო. იუწყებიან, რომ მიწოდება ხორციელდებოდა ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით.

საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს.

XS
SM
MD
LG