Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა


საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა.

ძიუდოში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა, რომელშიც მონაწილე ნაკრებები ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდებით დაუპირისპირდნენ. კონკურენციაში საქართველოს ნაკრებიც ჩაება და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ბრინჯაოს მედალი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრებს აჯობეს, ანგარიშით 4:2. თავიანთი შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).

გადამწყვეტ ბრძოლამდე, საქართველოს ნაკრებმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ძირითად ბადეში მოუგო მონღოლეთს (4:2) და ბრაზილიას (4:3) და წააგო იაპონიასთან (1:4), რეპეშაჟის ფინალის საგზური კი უზბეკეთის დამარცხებით (4:2) მოიპოვა.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატამდე, დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამოვლინდნენ და საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

XS
SM
MD
LG