Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა


17.00 საათზე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა და დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. როგორც სააგენტო Anadolu იუწყება, მედიას ეკრძალება კონკრეტული შედეგების გავრცელება 21:00 საათამდე. თურქეთში ეგზიტპოლები არ ტარდება.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცეს ხმა.

74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ გამოასწორებს თურქეთის მოშლილ ეკონომიკას და აღადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ერდოანის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში გაქრნენ.

გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს მოგროვილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთს არჩევნების მეორე ტური ელის.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად თურქეთში დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც - ქვეყანაში დღეს მოქმედებს პროპორციული სისტემა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 7 პროცენტი ან დამოუკიდებლად, ან სხვა პარტიებთან ალიანსში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG