Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთის უბანში დამცავი კედლის სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა


შემთხვევის ადგილი ართვინის ქუჩაზე, სადაც მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
შემთხვევის ადგილი ართვინის ქუჩაზე, სადაც მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

თბილისში, სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩაზე მიმდინარე კედლის გამაგრებითი სამუშაოების დროს, ფერდობი ჩამოიშალა და ადგილზე მომუშავე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ ართვინის ქუჩის #67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა.

მერიაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რა გახდა ფერდობის ჩამოშლის მიზეზი.

დაღუპულების ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG