Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: "რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი აქტუალური არ არის"


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - მას ამ თემის აქტუალიზება სწორად არ მიაჩნია.

ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ფრენების საკითხთან დაკავშირებით კი, კობახიძე აზუსტებს, რომ ქვეყანაში სანქცირებული ბორტები არ იფრენენ.

„რაც შეეხება ფრენებს, თავის დროზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტებს მივიღებთ“.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

XS
SM
MD
LG