პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები "მალე" იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რომში, იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. და აუცილებლად იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები. ვიცი, რომ ყველანი მოტივირებულები ვართ. და არა მხოლოდ მათ, ვინც იცის ეს ჩანაფიქრი, არამედ ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომ ის ვერ უპასუხებს შეკითხვას, თუ სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა. „მაგრამ თქვენ ამას ნამდვილად დაინახავთ და რუსეთი ამას იგრძნობს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის სიტყვები გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" მოჰყავს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომში, სადაც შაბათს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას, მოგვიანებით რომის პაპ, ფრანცისკეს, შეხვდა.