Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად


ორი ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო დაიღუპა 13 მაისს რუსეთის არმიის მხრიდან დონბასის ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ცნობა შაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა, რომლის თანახმად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება ომის კანონების დარღვევის მუხლით.

"სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო ათამდე ადამიანმა, მათ შორის 15 და 16 წლის ორმა მოზარდმა. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებენ უწყებაში, რომელმაც ტელეგრამის გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი დაბომბვის ამსახველი ფოტომასალა.


გარდა ამისა, ქალაქში დაზიანდა და განადგურდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები და მაღაზიები. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ჯარებმა ქალაქს ცეცხლი გაუხსნეს "სმერჩის" მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები დანადგარიდან.

XS
SM
MD
LG